Thursday, November 13, 2008

-------------------------

პროექტის აღწერა
  1. პროექტის სახელი: საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები.
  2. პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა სფეროში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებზე ინფორმაციის მოძიება, მათი ბიოგრაფიების და მიღწევების გაცნობა.
  3. პროექტის სრული აღწერა: უამრავი ქართველი მოღვაწეობდა და მოღვაწეობს საზღვარგარეთ სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, მედიცინა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და ა.შ.) და თავის ნიჭს, უნარს და შესაძლებლობებს სხვა ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხარჯავს. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ამ ადამიანებზე ინფორმაცია, გაეცნონ მათ ბიოგრაფიას, გამოიკვლიონ თითოეულის წვლილი მსოფლიოსა და საქართველოს კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. გაეცნობიან შეასაბამის ეპოქას, შექმნიან ფოტოალბომებს, გამოიკვლევენ მათი საზღვარგარეთ წასვლის მიზეზებს, დაადგენენ საზღვარგარეთ მოღვაწეობის პერიოდში მათ კავშირებს სამშობლოსთან, მოაწყობენ პრეზენტაციებს გამართავენ დისკუსიებს და ეს ინფორმაცია განთავსდება ერთ საიტზე.
  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-20 წ./V-XII
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე/1 წელი
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიება, მიღებულ შთაბეჭდილებებზე პრეზენტაციის, დისკუსიების, გამოფენების მოწყობა; ფოტოალბომის შექმნა.
  7. მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაცია; დისკუსია; გამოფენების მოწყობა. მოძიებული მასალებით შეიქმნება ბლოგი.
  8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების ბიოგრაფიებს, მოღვაწეობის სფეროებს; ეპოქას; მათი მოღვაწეობის შედეგებს იმ ქვეყნისა და საქართველოსთვის.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ისტორია (ეცნობიან ეპოქას, წვლილს იმ ქვეყნისა და საქართველოს ისტორიაში), გეოგრაფია (ეცნობიან იმ ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას), ქართული (სწავლობენ აზრის დალაგებას და გადმოცემას, უვითარდებათ მსჯელობის უნარი), ისტ (ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას, ამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით და ამ მასალას განათავსებენ ბლოგზე), უცხო ენა (მოიპოვებენ ინფორმაციას უცხო ენაზე და თარგმნიან).
  11. მონაწილე სკოლები: 94-ე საჯარო სკოლა
    124-ე საჯარო სკოლა
  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: დავით ლიპარტელიანი
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ-პოსტა: datoliparteliani@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea78c1e
  15. პროექტის ვებ-გვერდი: www.smk-gearn.blogspot.com